საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 21 კილომეტრში, სოფელი ზემო ქედთან მოხდა.

ბიძგები 12:27 საათზე დაფიქსირდა.

პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.