საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგების ეპიცენტრი თბილისის დროით 15:14 საათზე ქალაქ ონთან, სოფელ მართგაჯინაში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ, პირველადი ინფორმაციით, 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.
ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სოფელ მართგაჯინაში მიწისძვრა გუშინაც დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ, ბოლო მონაცემებით, 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.