საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგების ეპიცენტრი თბილისის დროით 15:14 საათზე​ ქალაქ ონთან, სოფელ მართგაჯინაში დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ, პირველადი ინფორმაციით, 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სოფელ მართგაჯინაში მიწისძვრა გუშინაც დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ, ბოლო მონაცემებით, 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.