საქართველოში მაგისტრალური გაზსადენების ახალი მონაკვეთი და განშტოებები აშენდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ „ადიგენი-გოდერძის“ და „ნატახტარი-ლეხურას“ მაგისტრალურ გაზსადენებზე 33 კილომეტრიანი მონაკვეთის და სამი განშტოების მშენებლობის ნებართვა გასცა.
სააგენტოს ინფორმაციით, მაგისტრალური გაზსადენის ახალი მონაკვეთი და განშტოებები ადიგენის, ხულოსა და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.
ნებართვის მიხედვით, მშენებლობები მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ახალ მონაკვეთსა და განშტოებებს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აშენებს.