საქართველოში მაგისტრალური გაზსადენების ახალი მონაკვეთი და განშტოებები აშენდება

10:36, 12.06.2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ „ადიგენი-გოდერძის“ და „ნატახტარი-ლეხურას“ მაგისტრალურ გაზსადენებზე 33 კილომეტრიანი მონაკვეთის და სამი განშტოების მშენებლობის ნებართვა გასცა.

სააგენტოს ინფორმაციით, მაგისტრალური გაზსადენის ახალი მონაკვეთი და განშტოებები ადიგენის, ხულოსა და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.

ნებართვის მიხედვით, მშენებლობები მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ახალ მონაკვეთსა და განშტოებებს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აშენებს.

მსგავსი