საქართველოში კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც დაიდო.

ვებგვერდზე ამ დროისთვის განთავსებული ინფორმაციის თანახმად,​ კორონავირუსის დადასტურებული 66 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9, კარანტინის რეჟიმში – 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კი თბილისის ინფექციური საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კლინიკიდან გაწერილი პაციენტები, რეკომენდაციების თანახმად, თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში რჩებიან.