საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 143-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 18 663 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი.