საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.
პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.