საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, აქედან ცხრა გამოჯანმრთელებულია
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის 67 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.