საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, აქედან ცხრა გამოჯანმრთელებულია

13:07, 24.03.2020

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის ​67 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

მსგავსი