საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. მათგან რვა გამოჯანმრთელებულია.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235.