საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. მათგან ერთი გამოჯანმრთელებული და გაწერილია.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, კარანტინის რეჟიმში 1 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.