საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 486-მდე გაიზარდა, მათ შორის 149 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 486 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია ექვსი ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში რჩება – 4833 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 571. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.