საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 48 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ერთი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.