საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
არსებულ მონაცემებს დღეს ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაემატა.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 1 575 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275.