მარინა ეზუგბაია - დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი გავწერეთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში გამოჯანმრთელებულებს კიდევ ორი პაციენტი შეემატა.
„ქვეყანაში 74 პაციენტიდან 76 გამოჯანმრთელებულ პაციენტზე ავედით“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი მათ ცენტრში ყველაზე მძიმე მდგომარეობით იყო მოთავსებული.
„აღსანიშნავია, რომ პაციენტი, რომელიც დღეს ჩვენ, როგორც გამოჯანმრთელებული გავწერეთ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, კრიტიკული პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავდა არაინვაზიურ ვენტილაციაზე. ეს პირველი პაციენტია, ყველაზე მძიმე კრიტიკული პაციენტი, ჩვენი ცენტრიდან, რომელიც დღეს გაეწერა და ძალიან სასიხარულოა“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.