საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386