საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა, მათ შორის 21 გამოჯანმრთელებულია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა, მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.
მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 278.