საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაქსიმალური ასაკი 90 წელია, ხოლო მინიმალური - ცხრა თვე
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაქსიმალური ასაკი 90 წელია, ხოლო მინიმალური – ცხრა თვე, – ამის შესახებ აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მორიგ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული 800 პაციენტის მონაცემები, მათ შორის 390 (48.7%) იყო კაცი და 410 (51.2%) – ქალი.
პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 90 წელი, ხოლო მინიმალური – ცხრა თვე. საშუალო ასაკი იყო 42. 18 წლამდე ასაკში COVID-19 აღინიშნა 98 (12,25%) შემთხვევაში.
ასაკობრივი ჯგუფების რაოდენობა ასეთია: 0-დან 4 წლამდე ასაკის 19 პაციენტი; 5-დან 14 წლამდე ასაკის 61 პაციენტი; 15-დან 19 წლამდე 38 პაციენტი; 20-დან 29 წლამდე ასაკის 106 პაციენტი; 30-დან 59 წლამდე ასაკის 412 პაციენტი; 60-დან 69 წლამდე ასაკის 89 პაციენტი; 70-დან 79 წლამდე ასაკის 53 პაციენტი; 80 წლის ზემოთ კი 22 პაციენტი.