საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, დაგვემატა გარდაცვლილი. გეტყვით, რომ იყო მძიმე ავადმყოფი, გადმოყვანილი ცენტრალური ხელისუფლების არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.