საქართველოში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 412 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.