საქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 976-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 856 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 104 732 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 85 639 გამოჯანმრთელდა.