საქართველოში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 733-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 230 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა.