საქართველოში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 381-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი.