საქართველოში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 613-ს შეადგენს.