საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ ორით გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, საქართველოში ამ დროისთვის ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 223 პაციენტი.
რაც შეეხება კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რიცხვი კვლავ 589-ს შეადგენს. საქართველოში ვირუსით გარდაცვლილია ცხრა ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4830 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 521. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.