საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 20 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში რჩება 5114, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 პირი.