საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის შედეგად 10 პაციენტია გარდაცვლილი.
ამასთან, ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –446 პირი.