საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5083, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505 პირი.