საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი 81 წლის ასაკის მამაკაცია, რომელიც კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა
საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი 81 წლის ასაკის მამაკაცია, რომელიც კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა.

ის 81 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კლინიკა „მედალფაში“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ქვეყნის მასშტაბით კი მე-11.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „მედალფაში“ პირველი გარდაცვლილი პაციენტი აღნიშნული 81 წლის მამაკაცის მეუღლეა.

„მედალფას“ დირექტორ ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

ამ დროისთვის „მედალფაში“ 13 ინფიცირებული რჩება, მათგან ხუთის გამოჯანმრთელებას ახლო მომავალში ელოდებიან.