საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 275-მდე გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –485 პირი.