საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 221-მდე გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 5260 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553.