საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 233 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 56 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4856 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.