საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 157 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი, ასევე გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5526 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.