საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 139-მდე გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5206 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.