საქართველოში კორონავირუსისგან 76 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 76 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 76 პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, გამოჯანმრთელებულებს დღეს ორი პაციენტი დაემატა. მათზე განმეორებით ჩატარებული ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა.

ამ დროისთვის კორონავირუსის 340 შემთხვევაა დადასტურებული.

​stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5000 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494.