საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკის ოფიციალური მონაცემები კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დღეიდან პირბადე მხოლოდ აფთიაქებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო
„პირბადე მხოლოდ აფთიაქებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო 2 მაისიდან, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იქნება სავალდებულო. გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა, ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღეს – დღიურად, ვლინდება, საშუალოდ, 100-150 შემთხვევა და ერთეულია, ან საერთოდ არ ფიქსირდება გარდაცვალების დღიური შემთხვევები.
ცვლილება შეეხება სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების წესსაც – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით.