საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 436 შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1 150-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.