საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 667-მდე გაიზარდა, მათ შორის 383 გამოჯანმრთელებულია
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 15 შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 667 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383 პაციენტი. გარდაცვლილია 12 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4233 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, კორონავირუსზე შესწავლილი 86 ნიმუშიდან 15 დადებითია. აღნიშნული პირები ბოლნისის ორი სოფლის მაცხოვრებლები არიან.