საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383 მოქალაქე.
ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი.