საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც და 36 გახდა.

კორონავირუსის შედეგად დღეს ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 067,  ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 330 პირი.