საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რვა კი, გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4896 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444.