საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ხუთი პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 851 შემთხვევა არის დადასტურებული. ასევე, ხუთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 702-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3026 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 297.