საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 906 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 755-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.