საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დადასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას ინფორმაციით, ორივე იმპორტირებული შემთხვევაა. მისივე ინფორმაციით, ერთი მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, მეორე კი, ამსტერდამიდან სპეცრეისით ჩამოსული მგზავრი, რომელიც კლინიკაში მაღალი სიცხით შეიყვანეს.
მარეხ ბექაიას თქმით, ორივე ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა შეფასდა როგორც მსუბუქი და გადაყვანილები არიან ინფექციურ საავადმყოფოში.
კლინიკიდან ლაბორატორიაში ჯამში 18 პაციენტის ანალიზი იყო გაგზავნილი.