საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1010 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 885-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.