საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, საქართველოში ახალი კორონავირუსის უკვე 25 შემთხვევაა დადასტურებული.
არსებული ინფორმაციით, ბოლოს გამოვლენილი შემთხვევა იტალიაში მოგზაურობის შემთხვევასთან არის კავშირში.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 49.