საქართველოში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 958 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 838-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3 903 მოქალაქე იმყოფება.