საქართველოში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან ამ დროისთვის წევს დადასტურებული 29 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელმაც საავადმყოფო გუშინ დატოვა.