საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 26 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 677 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 419 მოქალაქე.
ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 393 პირი.